ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები დაგეხმარებათ გაერკვიოთ პროდუქციაში და შეარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი.
ჩვენ მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ პროდუქციის ოპერატიულ მიწოდებას მისამართზე.
ჩვენი სამონტაჟო ბრიგადები, უზრუნველყოფენ საკითხის ოპტიმალურ, სტანდარტების შესაბამისად გადაწყვეტას და სამუშაოების შესრულებას უმოკლეს დროში.
სერვისული და საგარანტიო მომსახურება
ჩვენი გუნდი ეფექტურად ახორციელებს საგარანტიო პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს და ჯეროვანი გამოცდილების საფუძველზე, უზრუნველყოფს, როგორც საგარანტიო პერიოდში, ასევე ვადის გასვლის შემდგომ მომსახურებას. ყველა მოწყობილობისთვის სათადარიგო ნაწილების მარაგი და გამართული სერვის ჯგუფი, საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ სრული ტექნიკური და ზედამხედველობითი სამუშაოები, სისტემური ხარვეზების დროული აღმოფხვრა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.